вторник, 23 декабря 2008 г.

სკოლა თმბაქოს გარეშე

1. პროექტის სათაური:
სკოლა თამბაქოს გარეშე
2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაიზიარებენ იმ რეალურ საფრთხეს,რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.
3. პროექტის სრული აღწერა:
  • სკოლაში მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აწარმოებს კვლევას არსებული პრობლემის შესახებ:
  • რა მომქედი სამართლებრივი შეზღუდვები არსებობს თამბაქოს მომხმარებლებზე?
  • როგორია აქტიურ მწეველთა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფები?
  • როგორია მსოფლიოში და საქართველოში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკური მონაცემები?
  • რამდენად ეფექტური არის სკოლის ადმინისტრაციის მიერ დღემდე გატარებული ღონისძიებები?
  • როგორია სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულება თამბაქოს მომხმარებლებისადმი?
  • რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს თამბაქოს მოხმარება მოზარდის ჯნმრთელობაზე?
  • რა გზა არსებობს ამ სენისაგან თავის დასაღწევად?

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააქტიურებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მოაწყობენ მარათონს დევიზით: ,, ცხოვრება თამბაქოს გარეშე". მოუსმენენ მოძღვარს, ფსიქოლოგს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:

15-17 წელი. IX-XII კლასები.

5. ვადები/ხანგრძლივობა:

2008 წლის დეკემბერი 2009 წლის მაისი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

დისკუსიები, ინტერვიუები, ესების კონკურსი, ნახატები, ბუკლეტების დაზადება, გუნდური წერა თემაზე: ,, თამბაქოს მოწევა მოდა თუ მავნე ჩვევა".

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

შეიქმნება საიტი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლევის შედეგებს, დაამზადებენ კედლის გაზეათს, ინტერნეტ ფორუმის საშვუალებით პროექტის მონაწილენი გაუზიარებენ შეხედულებებს თავის თანატოლებს.

8. სარგებელი სხვებისთვის:

ადამიანები, რომლოებიც გაეცნობიან პროექტის შინაარს მიხვდებიან რა შემზარავ გავლენას ახდენს თმბაქოს მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე.რაოდენ აუცილებელია სპორტის, რელიგიის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა. ფიზიკური აღზრდა ,,თავისუფლ დროის სხეულის ფიზიკურ განვითარებაზე დათმობა".

9. სამუშაო ენა:

ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

სამოქალაქო განათლება.

ქართული ენა და ლიტერატურა.

რელიგიის ისტორია.

ფიზიკურიაღზრდა.

ისტ.ტექნოლოგიები: (Pover Point, Picture manager, Movie Maker.....)

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

თბილისის #19-საჯარო სკოლა.

თბილისის #50-საჯარო სკოლა.

საჩხერის #2-საჯარო სკოლა.

12. პროექტის ფასილიტორის სახელი:

გია კაპანაძე, ვალერი შეყელაძე.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

valerishekeladze@gmail.com. givikapanadze@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

skolatambaqosgareshe.blogspot.com